მკვლელობების სერია - რა მოხდა ბოლო 4 დღეში მკვლელობების სერია - რა მოხდა ბოლო 4 დღეში />


  17:38:53     25-03-2014

მკვლელობების სერია - რა მოხდა ბოლო 4 დღეში

a28675.jpg

4 მოკლული 4 დღეში. ბოლო სამი კრიმინალური ფაქტი თბილისში მოხდა. ბელიაშვილის 40 ნომერში 28 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.

აფხაზეთიდან დევნილ ირაკლი ბერულავას ორი მცირეწლოვანი შვილი და ახალგაზრდა მეუღლე დარჩა. „ეს მკვლელობა 4 დღის წინ მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს“ - განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს შსს-ში.

რაც შეეხება გუშინ, წერეთლის გამზირზე მომხდარ მკვლელობას, შს სამინისტროს ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის ახალგაზრდა არჩილ მ დააკავეს, რომელმაც გიორგი ბ-ს 8 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს გულმკერდისა და ფეხის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით“,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე კი, წერეთელზე, 21 მარტს, 21 წლის სერგი მირზაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით  თავის არეში დაჭრეს. სერგი მირზაშვილი, დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მძიმედ დაჭრილი სერგის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მირზაშვილისა და გიორგი ბ-ს მკვლელობების ერთმანეთთან კავშირს სერგის ახლობლები უარყოფენ. მათივე იფორმაციით, 21 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა, დანაშაულში მონაწილე ერთი პირი კი, სამართალდამცავებს თვითონ ჩაბარდა.

დღის კრიმინალურ ქრონიკაში მოხდა წყალტუბოში მომხდარი მკვლელობა, რა დროსაც 65 წლის ტაქსის მძღოლს ყელი გამოჭრეს.

„პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროდან აცნობეს რომ ხანდაზმულის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.  გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაზიანებების განზრახ მიყენებას გულისხმობს, რომელიც სიცოცხლის ხელყოფით დასრულდა.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, 65 წლის ტაქსის მძღოლს ეჭვმიტანილთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ხანდაზმულს დანით ყელის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

0

ავტორი: