რამდენიმე დღის წინ, თავში დაჭრილი 21 წლის სერგი მირზაშვილი, დღეს დილით გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ, თავში დაჭრილი 21 წლის სერგი მირზაშვილი, დღეს დილით გარდაიცვალა />


  11:36:07     25-03-2014

რამდენიმე დღის წინ, თავში დაჭრილი 21 წლის სერგი მირზაშვილი, დღეს დილით გარდაიცვალა

a28659.jpg

რამდენიმე დღის წინ, წერეთლის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღით, თავში დაჭრილი 21 წლის სერგი მირზაშვილი, დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მძიმედ დაჭრილი სერგის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

"პრესა.ჯი" სერგი მირზაშვილის დაჭრის შესახებ ექსკლუზიურად, რამდენიმე დღის წინ, კერძოდ კი, 21 მარტს წერდა. მაშინ, პოლიცია და მეზობლები აცხადებდნენ, რომ მირზაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრეს. 

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც "პრესა.ჯი"-ს ექიმებმა უთხრეს, ის მართვით სუნთქვაზე, უმძიმეს ვითარებაში იმყოფებოდა. 

რაც შეეხება ეჭვმიტანილებს, გარდაცვლილის ახლობლის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პიროვნება, ერთი კი გუშინ, თავად ჩაბარდა პოლიციას. ხოლო ერთი ეჭვმიტანილი გაქცეულია. 

ერთ-ერთი ვერსიით, სერგი მირზაშვილი საკუთარ სახლში დაჭრეს, მეორე ვერსიით კი სახლთან - ეზოში. დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა. 
სერგი ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის შვილია.

იხილეთ დაჭრის დეტალები და ექიმის განცხადება 0

ავტორი: