08:41:57     24-03-2014
ჩაქაფული
სააღდგომო სუფრაზე საქართველოში ყველაზე პოპულარული კერძი ჩაქაფულია.
იგი ძირითადად ღვინით მზადდება, თუმცა, არსებობს ღვინის გარეშე მომზადების
რეცეპტიც, რომელიც არანაკლებ გემრიელია. ამ ვარიანტში ხაზგასმულია ახალი
მწვანილის არომატიც.
ინგრედიენტები:
ბატკნის მკერდი
2 კგ
კარაქი
200 გ
წყალი
300 გ
ახალი მწვანე ტყემალი
ნახევრ ლიტრიანი ქილით
ტარხუნა
6 კონა
ქინძი
4 კონა
მჟაუნა
2 კონა
წიწმატი
2 კონა
ოხრახუში
1 კონა
პიტნა და კამა
რამდენიმე ღერი
მწვანე ხახვი
4 კონა
მარილი და პილპილი
დაჭრილი და გარეცხილი ხორცი დაჭრილ მწვანილთან და მწვანე ხახვთან
ერთად ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში, შიგადაშიგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ცოტა მწვანილი მოვიტოვოთ ბოლოს ნედლად ზემოდან მოსაყრელად.
დავასხათ წყალი და წამოდუღებისთანავე ცეცხლს დავუწიოთ. ხორცი ნახევარზე მეტად რომ მოიხარშება, დავაყაროთ ტყემალი და ცოტა მოგვიანებით -კარაქი.
როდესაც
კერძი თითქმის მზად იქნება, მთელი მასა ხის კოვზით მსუბუქად ჩავკეპოთ და
ძალიან დაბალ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვადუღოთ.
0