ეკონომიკის სამინისტრო „ხუდონჰესის“ მშენებლობას მიესალმება ეკონომიკის სამინისტრო „ხუდონჰესის“ მშენებლობას მიესალმება />


  15:40:47     21-03-2014

ეკონომიკის სამინისტრო „ხუდონჰესის“ მშენებლობას მიესალმება

a28618.jpg

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, „ხუდონჰესის“ მშენებლობას მიესალმება.

როგორც სამინისტრომ GBC-ის განუცხადა, უწყება მიესალმება ქვეყანაში ნებისმიერი სახის ინვესტიციის შემოდინებას.

„ხუდონჰესის“ პროექტს კი განიხილავს, ელექტრომომარაგების გაუმჯობესების და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების კონტექსტში.

შეგახსენებთ, რომ მდინარე ენგურზე ასაშენებელ „ხუდონჰესში“ ინდურ-ბრიტანული კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ 1,2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ჰესის დადმული სიმძლავრე 702 მეგავატი იქნება. 

0

ავტორი: