12:49:13     21-03-2014
ვინ და რატომ დაჭრა 21 წლის ახალგაზრდა თავში - დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია
გვიან ღამით წერეთლის გამზირზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. როგორც „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, 21 წლის ახალგაზრდა, ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში, საკუთარ სახლში დაჭრეს.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის რომ შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს. 21 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტი „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე 18,108 მუხლით აღიძრა რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე დადგენილია იმ პირთა ვინაობა, ვინც ახალგაზრდასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
დაჭრილი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, რომელიც, სავარაუდოდ, დაჭრილის მეგობრებმა გამოიძახეს. ბიჭის მდგომარეობა უმძიმესია. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება მარგველაშვილის კლანისა და მისი ოჯახის კრიმინალური საქმიანობის შესახებ
0