ორიგინალური ტორტი "დამსხვრეული შუშა" ორიგინალური ტორტი "დამსხვრეული შუშა" /> "/> " />


  02:04:01     21-03-2014

ორიგინალური ტორტი "დამსხვრეული შუშა"

a28600.jpg

ინგრედიენტები: არაჟანი 500 გ კონსერვირებული ატამი 200 გ შაქარი 100 გ ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 100 გ ჟელე, სხვადასხვა ფერის 2 პაკეტი ჟელატინი 1 პაკეტი

მოამზადეთ ორნაირი ჟელე ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. შედეთ მაცივარში სანამ მთლიანად არ გამაგრდება.

ჟელატინს დაასხით 100 მლ წყალი , აფუების შემდეგ გავადნოთ დაბალ ცეცხლზე, არაჯანი და შაქარი ავთქვიფოთ და შევურიოთ ჟელატინი.

ატამი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, დავტეხოთ "პეჩენია". მზა ჟელეები ამოვიღოთ ფორმიდან (ფორმის ძირი 2 წამით ცხელ წყალში ჩადეთ), დავჭრათ კუბებად.

მოვამზადოთ დიდი სასალათე, რომელშიც ტორტს მოვამზადებთ.

არაჟანი ჩავასხათ სასალათეში, ჩავამატოთ დაჭრილი ინგრედიენტები, ფრთხილად ამოვურიოთ. ზემოდან თანაბრად დავალაგოთ მთლიანი ფხვიერი ნამცხვრები - ეს ტორტის ძირი იქნება.

შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი.


გადმობრუნების დროს, ზემოდან დააფარეთ დიდი თეფში, სასალათის ძირი ჩადეთ ცხელ წყალში 20 წამით და გადმოაბრუნეთ.
0

ავტორი: