02:00:53     21-03-2014
კეფირში დამარინადებული , ხრაშუნაკანიანი ქათამი
ინგრედიენტები: ქათმის ბარკალი 4 კეფირი 2 ჭიქა დაფნის ფოთოლი 1 ხახვი 1 ნიორი 2 კბილი როზმარინი 1 ჩ.კ მარილი და პილპილი ფქვილი 1 ჭიქა
კეფირში ავურიოთ დაფშვნეტილი დაფნის ფოტოლი, როზმარინი, პილპილი, დაჭრილი ხახვი და ნიორი. ამ ნარევში ჩავალაგოთ ქათმის ბარკლები და მთელი ღამე მაცივარში გავაჩეროთ.
ფქვილს შეურიეთ მარილი და პილპილი.
ქათმის ნაჭრები ამოიღეთ მარინადიდან, შამშრალეთ და ამოავლეთ ფქვილში .
მარინადი გაწურეთ და სუფთა სითხეში კვლავ ამოავლეთ ფქვილიანი ნაჭრები.
ბოლოს ისევ ფქვილში ამოავლეთ და დაალაგეთ ცხაურზე გასაშრობად. ამასობაში
ქვაბში 5 სანტიმეტრზე ჩაასხით ზეთი და კარგად რომ გაცხელდება აუშვით ქათმის
ნაჭრები. შეწვით დაახლოებით 15 წუთი, საშუალო ცეცხლზე, სანამ კარგ
ოქროსფერს არ მიიღებს.
შემდეგ გადაიტანეთ ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის დასაწდობად.
0