15:21:18     20-03-2014
სახლში მომზადებული მარშმელოუ (ზეფირი)
ინგრედიენტები: ანადუღარი, გაგრილებული წყალი 1 ჭიქა ჟელატინი 30 გ შაქარი 2 ჭიქა თაფლი 160 გ ან სიმინდის სიროპი მარილი 1/4 ჩ.კ შაქრის პუდრი 1/2 ჭიქა სიმინდის სახამებელი 1/2 ჭიქა
ამ რეცეპტისთვის სრულიას საკმარისია მაღაზიის იაფფასიანი თაფლი.
ჟელატინს დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და დავდგათ გასაფუებლად 30 წუთით.
დანარჩენი
ინგრიდიენტები, სახამებლისა და პუდრის გარდა, მოვათავსოთ ქვაბში და
ავადუღოთ, თან გამუდმებით ვურიოთ შაქრის სრულ გადნობამდე.
ცეცხლს დავუწიოთ მინიმუმამდე და ვხარშოთ 8 წუთის განმავლობაში.
ეს
ადუღებული მასა ფრთხილად დავასხათ ჟელატინს, თან მიქსერით ვთქვიფოთ დაბალ
სიჩქარეზე, შემდეგ საშუალო სიჩქარეზე კიდე 2 წუთი და ბოლოს მაღალ
სიჩქარეზე სრულ გასქელებამდე და გათეთრებამდე.
ყალიბს ჩაუფინოთ
პერგამენტის ქაღალდი, რომელსაც ძალიან თხლად გადავუსვამთ კარაქს.
გადავიტანოთ გასქელებული მასა და 6 საათით გავაჩეროთ მაცივარში..
მაგიდაზე
მოვაყაროთ სახამებლის და შაქრის პუდრის ნარევი, ზედ გადმოვაბრუნოთ
მარშმელოუ, მოვაცალოთ ქაღალდი და სველი დანით ან მაკრატლით დავჭრათ.
ნაჭრები სათითაოთ ამოვავლოთ სახამებლისა და პუდრის ნარევში.
თუ
ფერადი ზეფირის გაკეთება გვსურს, უკვე გასქელებულ მასას შევურიოთ საღებავი
და დამატებით ვთქვიფოთ, სანამ ფერი მთლიანად არ გაიხსნება.