პრემიერი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა />


  11:36:21     17-03-2014

პრემიერი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

a28481.jpg

ჩემს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ორიენტირებულია კანონმორჩილი ბიზნესის თავისუფლად განვითარების ხელშემწყობ, მდგრადი სისტემის შექმნაზე,”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების 2014 წლის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და რეგიონული საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საქართველოში, ძირძველ ევროპულ მიწაზე სტუმრობისთვის და კონფერენციის წარმატებულად ჩატარება უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღსანიშნავია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პარაფირება. მანვე ხაზი გაუსვა აუცილებლობას- საქართველომ განავითაროს, გააღრმავოს და განამტკიცოს ყველა სავაჭრო პარტნიორთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები, ასევე კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში მოაგვაროს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები.

“ყოველივე ზემოთქმულის ცალსახა და ზედმიწევნით შესრულების ერთ-ერთი გარანტი კი საზოგადოებრივი კეთილდღეობასა და უსაფრთხოების, კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და საჯარო სექტორის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების სამართლიანი ადმინისტრირების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაა,”-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოეწერა შეთანხმებას " საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ". 0

ავტორი: