01:32:59     17-03-2014
ლიმონის კრემი ტორტების მოსართავად

ინგრედიენტები:
ლიმონის წვენი
125 მლ
წყალი
125 მლ
კვერცხის გული
1
დარბილებული კარაქი
370 გ
შაქარი
300 გ
ფქვილი
2 ს.კ
თასში შეურიეთ ლიმონის წვენი, წყალი და კვერცხის გული. გადადეთ დროებით.
ქვაბში გაადნეთ 60 გ კარაქი, დაამატეთ ფქვილი და შუშეთ 1 წუთი, თან ურიეთ. დაამატეთ ლიმონის წვენიანი ნარევი, გამუდმებული მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1 წუთი.
გადაიტანეთ თასში, დააფარეთ თავზე ცელოფანი და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ დაამატეთ შაქარი, დარჩენილი კარაქი და 5 წუთი თქვიფეთ მიქსერით, სანამ პრიალა, ერთგვაროვან, კრემოვან მასას არ მიიღებთ.
ეს კრემი ინახება დაახლოებით 3-4 დღე. გამოყენების წინ უმჯობესია თუ კიდევ ათქვეფთ, რათა ჰაეროვნება დაიბრუნოს
0