მასალა: ერთი კილოგრამი მოცვი, 4 ლიტრი წყალი, 5 ფინჯანი შაქარი, 50 გრამი საფუარი
მოცვი გავრეცხოთ, გავწუროთ, მიღებული წვენი ცოტა ხანი გავაჩეროთ. გაწურვის შედეგად მიღებული ნარჩენები არ გადავყაროთ, დავამატოთ წყალი და ვადუღოთ იქამდე, ვიდრე წყალი წითელ შეფერილობას არ მიიღებს. ეს მასა გაციების შემდეგ გავწუროთ რამდენიმე ფენა დოლბანდში, ემალირებული ან კერამიკულ ჭურჭელში. დავამატოთ გადანახული წვენი, შაქარი და მცირე რაოდენობით საფუარი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავტოვოთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ჩავასხათ ბოთლებში, თავი კარგად დავუცოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.
0