10:13:25     10-02-2011
მწვადი, წითელი მოცხარის წვენით
მასალა: 2 კილოგრამი ღორის ხორცი, ნახევარი კილოგრამი წითელი მოცხარი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
ხორცი დავჭრათ ნაჭრებად. მოცხარი გავრეცხოთ და დავაბლენდეროთ. მიღებული კენკრის პიურე წავუსვათ ხორცს, მოვაყაროთ მარილი, დავუმატოთ პილპილი გემოვნებით, ერთმანეთში ავურიოთ და დავტოვოთ 2 საათის განმავლობაში, დასამარინადებლად. ასე მომზადებული ღორის ხორცი შევწვათ ჩვეულებრივი წესით, შამფურზე ან გაზქურაში.
0
ავტორი: