უგემრიელესი ტორტი ტრიუფელი უგემრიელესი ტორტი ტრიუფელი />


  00:50:02     12-03-2014

უგემრიელესი ტორტი ტრიუფელი

a28402.jpg

ინგრედიენტები: ბისკვიტი კვერცხი 2 ფქვილი 1/2 ჭიქა შაქარი 1/2 ჭიქა გამაფხვიერებელი 1/2 ჩ.კ ზეთი 1.5 ს.კ მდუღარე წყალი 1.5 ს.კ კაკაო 3 ს.კ შოკოლადის ვაფლი 60 გ ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 70 გ კარაქი 70-100 გ კრემი ნაღები 35 % 500 გ შავი შოკოლადი 250 გ რძიანი შოკოლადი 100 გ
კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე ავთქვიფოთ.
ფქვილი გავცრათ კაკაოსთან და გამაფხვიერებელთან ერთად.
დავამატოთ ფქვილი კვერცხს და ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ მდუღარე წყალი და ზეთი, თან ვთქვიფოთ.
გადავიტანოთ ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი. ამ ბისკვიტის მხოლოდ ნახევარი დაგვჭირდება, დანარჩენი შეგვიძლია ისე მივირთვათ ან სხვა დესერტში გამოვიყენოთ (მაგალითად ტრაიფლში, ჩინურ ტორტში)

ნახევარი ბისკვიტი ბლენდერში დავაქუცმაცოთ ვაფლთან და ფხვიერ ნამცხვართან ერთად. გავადნოთ კარაქი და დავამატოთ ამ მასას. უნდა მივიღოთ ცოტა წებოვანი მასა, ამიტომ ბევრი კარაქი არ სჭირდება, ფხვიერი მასა მსუბუქად უნდა შეწებდეს.

20-22 სმ ფორმას ჩააფინეთ პერგამენტი და ჩატკეპნეთ კარაქიანი ბისკვიტი. გააციეთ მაცივარში.
შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე, ნაღებისგან ავთქვიფოთ სქელი კრემი. თითო კოვზი შოკოლადი ვამატოთ ნაღებში, თან ვურიოთ.
მიღებული კრემი დავასხათ ბისკვიტზე და მთელი ღამით მაცივარში შევდოთ.
მეორე დილით უკვე შეგვიძლია მივირთვათ საოცრად გემრიელი შოკოლადის ტორტი

0

ავტორი: