შერონ სტოუნი: „ორმოცი წლის რომ გავხდი, ჩემს სახეს ვუყურებდი და ვტიროდი“ შერონ სტოუნი: „ორმოცი წლის რომ გავხდი, ჩემს სახეს ვუყურებდი და ვტიროდი“ />


  19:22:55     09-03-2014

შერონ სტოუნი: „ორმოცი წლის რომ გავხდი, ჩემს სახეს ვუყურებდი და ვტიროდი“

a28357.jpg

55 წლის მსახიობმა ჟურნალის გარეკანისთვის თამამი ფოტო გადაიღო და კვლავ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა ისიც აღიარა, რომ ასაკთან ბრძოლა არც ისე იოლია და არც იმასთან შეგუება იყო მარტივი, თუ როგორ იცვლებოდა მისი გარეგნობა ასაკის მატებასთან ერთად.

- ორმოცი წლის რომ გავხვდი, სააბაზანოში ჩავიკეტე ღვინის ბოთლით ხელში და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდი, სანამ საკუთარ გარეგნობას არ მივიღებდი ისეთს, როგორიც ვარ. ჩემი სხეულის თითოეული სანტიმეტრი გამადიდებელ სარკეში შევისწავლე და ვტიროდი, ვტიროდი, ვტიროდი... - ამბობს მსახიობი.

მიუხედავად ამისა, ახლა მსახიობი აღიარებს, რომ სავსებით ჰარმონიულად გრძნობს თავს. ბევრი რამ აქვს საამაყო თუნდაც ამ კუთხით, რადგან ბევრი რამ გააკეთა, რათა შესანიშნავ ფორმაში ყოფილიყო:

- არ ვცდილობ, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე, მე ხომ პატარა გოგო აღარ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ზრდასრული ქალი გახლავართ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სექსუალური, საინტერესო და გლამურული რამაა.

მსახიობს დიაბეტი აქვს და უკვე მრავალი წელია, სპეციალურ დიეტას იცავს. მის რაციონში ძირითადად შედის ბოსტნეული, ხაჭო და სოია. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ მთლიანად თქვა უარი ალკოჰოლზე, რადგან მაგარი სასმელი სახესა და სხეულს თითქოს აბერებს და ასივებს. 0

ავტორი: