16:53:34     08-03-2014
დაჭრილია სკოლის ორი მოსწავლე - ერთი სახეში, მეორე გულ-მკერდში
კრიმინალური შემთხვევა ვარკეთილში. სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული ჩხუბი დაჭრით დასრულდა. დაჭრილია ორი მოსწავლე, ერთი სახეში, მეორე კი გულ-მკერდში. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბის მიზეზი ფული გახდა.
სავარაუდოდ, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა. "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, დაჭრილები ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში მკურნალობენ. პოლიცია აცხადებს რომ ეჭვმიტანილთა ვინაობა ცნობილია. მიმდინარეობს გამოძიება. დაიკითხნენ თვითმხილველები.
0
ავტორი: