შსს ივა ჩიღვინაძის დაკავებას ადასტურებს შსს ივა ჩიღვინაძის დაკავებას ადასტურებს />


  17:00:24     06-03-2014

შსს ივა ჩიღვინაძის დაკავებას ადასტურებს

a28328.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროში ივა ჩიღვინაძის  დაკავების ფაქტს ადასტურებენ. ჭიკაიძის უწყებაში აცხადებენ, რომ მისი დაკავება იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მოხდა. შს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ჩიღვინაძეს იარაღი გაფორმებული ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა მისი ტარების უფლება.

ცნობისთვის, ივა ჩიღვინაძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, ვაკეში, ჩეხეთის საელჩოსთან რამდენიმე პირთან ერთად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მან საპატიმრო 2012 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა.  

0

ავტორი: