12:22:51     09-02-2011
ემირ კუსტურიცა ახალ ფილმს იღებს
ემირ კუსტურიცა სერბი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლიტერატურის დარგში, ივო ანდრიჩის წიგნის მიხედვით ფილმის გადაღებას გეგმავს. ამის შესახებ „Variety“ იტყობინება. წიგნის მოქმედება ვიშეგრადში მიდინარეობს, ბოსნიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში.
სიუჟეტი ისტორიულია და მოგვითხრობს მუსულმანების და მართლმადიდებლების ურთიერთობებზე, ოსმანთა იმპერიიდან დაწყებული, ავსტო–უნგრეთის იმპერიის დაცემამდე და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე პერიოდში. გამოცემის მონაცემებით, კუსტურიცამ უკვე მიიღო სერბეთის ხელისუფლების მხარდაჭერა. ახლა ის ცდილობს იგივე მხარდაჭერის მიღებას, ოფიციალური ბოსნიის მხრიდანაც.
სერბული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ კუსტურიცა გეგმავს ვიშეგრადში მასშტაბური დეკორაციების აგებას, რათა ქალაქს ძველებური სახე მისცეს. ფილმის ბიუჯეტის შესახებ, ჯერჯერობით, ცნობები არ ვრცელდება.
0