12:20:00     09-02-2011
მერილ სტრიპი მარგარეტ ტეტჩერის იმიჯით
ინტერნეტში გამოჩნდა მერილ სტრიპის პირველი ფოტოები მარგარეტ ტეტჩერის გარეგნობით. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტრიპი პოლიტიკოსის როლს ითამაშებდა, ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ფილმი, რომელშიც მსახიობი მიიღებდა მონაწილეობას, „ტეტჩერის“ სახელწოდებით გამოვიდოდა.
თუმცა მოგვიანებით ფილმს სახელი შეუცვალეს და საბოლოოდ ეწოდა „რკინის ლედი.“ ფილმის რეჟისორი ფილიდ ლოიდია, რომელთანაც სტრიპმა უკვე ითანამშრომლდა მუზიკლ „mamma mia!“ – ზე მუშაობისას. „რკინის ლედის“ გადაღებები ლონდონში ორი კვირის წინ დაიწყო. სურათი 2011 წელსვე გამოვა კონო-თეატრებში. 2011 წლის 19 იანვარს, მერილ სტიპი დაესწრო ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი პარლამენტარების კითხვებს პასუხობდა. მსახიობმა ჩათვალა, რომ ეს მას დაეხმარებოდა ტეტჩერის როლის უკეთ შესრულებაში.
0