წამებით და ცემით მოკლული პატიმარი გეგუთში - მოკლულის ოჯახი ახალ დეტალებს ახმაურებს წამებით და ცემით მოკლული პატიმარი გეგუთში - მოკლულის ოჯახი ახალ დეტალებს ახმაურებს />


  11:43:35     05-03-2014

წამებით და ცემით მოკლული პატიმარი გეგუთში - მოკლულის ოჯახი ახალ დეტალებს ახმაურებს

a28299.jpg

გეგუთის ციხეში წამებით მოკლული პატიმრის მშობლები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. გარდაცვლილის ახლობელთა განცხადებით, 25 წლის პატიმარი, გიგა ფარტენაძე პატიმრებმა, ადმინისტრაციის დახმარებით, წამებით და ცემით მოკლეს.  

"ეს მკვლელობა საკანში არ მომხდარა და ის მოსაკლავად სპეციალურად გაიყვანეს, სადაც ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. საშინლად ნაწამებია. უამრავი ჭრილობა და წამების კვალი აღენიშნება", - აცხადებენ მოკლული პატიმრის ახლობლები.ისინი პატიმრის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას და მინიტრს აკისრებენ და ფაქტის სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ, მაგრამ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.

შეგახსენებთ რომ მოკლული პატიმრის, გიგა ფარტენაძის ცხედარი ბათუმში საკუთარ სახლში გუშინ ღამით გადაასვენეს. ფანტერაძის მეგობრების თქმით, ის ე.წ. მაყურებელმა სასტიკად, სასიკვდილოდ სცემა, სხვა პატიმრების დახმარებით. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებაში კი ნათქვამია , რომ ინციდენტის დროს საკანში 5 პატიმარი იმყოფებოდა და მსჯავრდებული პატიმართა შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა.

სუბარის უწყება არაფერს ამბობს იმაზე, უნდა აგოს თუ არა, პასუხი, წამებით და ცემით მოკლული პატიმრის გამო, გეგუთის ციხის უფროსმა, რომელმაც ის ე.წ. მაყურებელი რუსთავის კოლონიიდან სპეციალურად პატიმართა ამბოხის ჩასახშობად გადაიყვანა გეგუთში.

0

ავტორი: