21:03:20     03-03-2014
თბილისში მძღოლი დაჭრეს
თბილისში სამარშუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს. ინცინდენტი ქუთაისის ქუჩაზე მოხდა. დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ხმაური.
ტაქსის მძღოლს, სავარაუდოდ, ჭრილობა დანით მიაყენეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "პრესა.ჯი"-ს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, ინცინდენტის ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალები ამ წუთებშიც მიშაობენ.
"პრესა.ჯი"-მ მომხდარის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში სცადა.
ჭიკაიძის უწყებაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, დამატებითი დეტალები კი მოგვიანებით გავრცელდება.
0