ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე 21 წლის ჯარისკაცი? ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე 21 წლის ჯარისკაცი? />


  17:09:58     03-03-2014

ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე 21 წლის ჯარისკაცი?

a28275.jpg

21 წლის ჯარისკაცმა იმედა მურვანიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალციხის რაიონში შემთვვევა დღეს გამთენიისას, 04:00 საათზე მოხდა. 

როგორც გარდაცვლილის ახლობლები „პრესა.ჯი“-სთან საუბარში აღნიშნავენ, მურვანიძე ქუთაისის მესამე ბრიგადაში მსახურობდა, სახლში კი ორი დღით იყო ჩასული. მათი თქმით, მას ოჯახში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.

"დღეს უნდა დაბრუნებულიყო სამხედრო ნაწილში და ეს მოხდა. სახლში მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. უამრავი ვერსია ვრცელდება. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით ზუსტად რა და რატომ მოხდა. სავარაუდოდ, თვითმკვლელობას კავშირი აქვს იმ სამხედრო ნაწილთან, სადაც ის მსახურობდა", - უთხრა "პრესა.ჯი"-ს გარდაცვლილის მეზობელმა. 

ჯარისკაცი იმედა მურვანიძე სადარბაზოში დამ ნახა ჩამომხრჩვალი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.   საქმეს შსს ახალციხის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0

ავტორი: