ისპანახის ღვეზელი ლორით ისპანახის ღვეზელი ლორით />


  10:16:34     03-03-2014

ისპანახის ღვეზელი ლორით

a28264.jpg

ინგრედიენტები: ფენოვანი ცომი 400 გ ისპანახი 500 გ ხახვი 2 ცალი ლორი 100-150 გ ქინძი 1 კონა ზეთი 1-2 ს.კ მარილი პილპილი კვერცხის გული+რძე გადასასმელად
ისპანახი ნახევრად მოვხარშოთ, გადავწუროთ და დავჭრათ.

დაჭრილი ხახვი ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ლორი და განვაგრძოთ შუშვა.

2-3 წუთში შევურიოთ ისპანახი, ქინძი, სანელებლები და გავაგრილოთ.

გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცომი ორ ფენად გავაბრტყელოთ. 1 ფენა ჩავაფინოთ ფორმაში დაჩანგლით დავჩხვლიტოთ.

ცომზე მოვათავსოთ გულსართი და შემდეგ მეორე ფენა დავაფინოთ.

ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულში არეული არაჟანი და გამოვაცხოთ საშუალოდ გახურებულ ღუმელში.

რჩევა

ამ ღვეზლისთვის შეგვიძლია საფუვრიანი ცომიც გამოვიყენოთ.
0

ავტორი: