სახლში მომზადებული სოსისები -ჯანსაღი და გემრიელი სახლში მომზადებული სოსისები -ჯანსაღი და გემრიელი />


  04:24:13     01-03-2014

სახლში მომზადებული სოსისები -ჯანსაღი და გემრიელი

a28249.jpg

ინგრედიენტები: ქათმის ფილე 400 გ რძე 200 მლ მდოგვი 1 ჩ.კ პაპრიკა 1 ჩ.კ მარილი და პილპილი
ქათმის ფილე საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და ძალიან ცივი რძე დავასხათ. დავდგათ 30- 40 წუთი.
შემდეგ რძესთან ერთად ბლენდერში დავაქუცმაცოთ, ისე რომ კრემოვანი, ერთგავროვანი მასა მივიღოთ. დავამატოთ მდოგვი, წიწაკა, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მიღებული მასა გავატაროთ მეტალის საცერში (ძალიან წვრილი ნუ იქნება). გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში., საშუალო ზომის მრგვალი თავით.
მაგიდაზე გავშალოთ კულინარიული ცელოფანი, დავსვათ სასურველი სიგრძის სოსისები ტომრიდან. მჭიდროდ გადავახვიოთ და ბოლოებიც შევუკრათ/შემოვგრიხოთ. 1-2 საათით მაცივარში გავაჩეროთ , შეგვიძლია გავყინოთ კიდეც. შემდეგ მოვხარშოთ მდუღარე წყალში, დაბალ ცეცხლზე ან ორთქლზე

ფილეს გარდა, შეგვიძლია ბარკლის და ბარკლის ძირის ხორციც გამოვიყენოთ, გავაცალოთ ცხიმი, ძარღვი და ა.შ.

0

ავტორი: