10:25:01     09-02-2011
სალათა "მერვე საოცრება”
მასალა: ერთი ცალი მოხარშული ჭარხალი, 70 გრამი სტაფილო, ჩიფსები, თითო-თითო სუფრის კოვზი ბარდა და სიმინდის მარცვლები, 70 გრამი ძეხვი, ერთი მოზრდილი, ახალი კიტრი, მაიონეზი, პეკინური კომბოსტო
ამ სალათის მომზადებამდე, პირველ რიგში, ჯერ ავიღოთ, დიდი, ფართო თეფში. მოხარშული ჭარხალი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და მიღებული მასა მოვათავსოთ თეფშის ერთ მხარეს. ამის საწინააღმდეგოდ მოვათავსოთ გახეხილი სტაფილო. ბარდა მოვათავსოთ ჭარხლის გვერდით, პეკინური კომბოსტო - სტაფილოს გვერდით, კომბოსტს გვერდით - სიმინდი, ბარდის გვერდით - ჩიფსები (თუ მსხვილია, დავამტვრიოთ), ჭარხალსა და სიმინდს შორის კი დაქუცმაცებული ძეხვი, “წრე” დავასრულოთ დაქუცმაცებული კიტრით. კერძის შუაში მოვათავსოთ მაიონეზი.
0