სასამართლოსთან ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის "საზოგადოებრივი ინიციატივას" ხელმძღვანელი სასამართლოსთან ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის "საზოგადოებრივი ინიციატივას" ხელმძღვანელი /> "/> " />


  16:10:17     27-02-2014

სასამართლოსთან ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის "საზოგადოებრივი ინიციატივას" ხელმძღვანელი

a28225.jpg

 ვანო მერაბიშვილის მომხერეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ჩხუბის გამო 4 ადამიანია დაკავებული.

როგორც "პრესა.ჯი"-ს აცნობეს, დაკავებული არიან ფარნაოზ ჭკადუა, დავით ბობოხია, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა ფარულავა. 

ფარნაოზ ჭკადუა, დავით ბობოხია, ირაკლი ჩხვირკია "თავისუფალი ზონის" წევრები არიან, ლაშა ფარულავა კი არასამთავრრობო ორგანიზაცია "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას" ხელმძღვანელია. 

"პრესა.ჯი"-სთან საუბრისას, ორგანიზაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვიკა მებონიამ აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი ინიციატივა“ მონიტორინგს უწევდა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის, სასამართლო პროცესებს და მისი წარმომადგენლები სასამართლო სხდომებს მუდმივად ესწრებოდნენ.


"როგორც ცნობილია, დღეს სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდგომ, სასამართლოს ეზოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ვანო მერაბიშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგე პირებს შორის.
ლაშა ფარულავა ცდილობდა გამოსვლას სასამართლოს ეზოდან, რომელიც სამართალდამცავებმა ჩაკეტეს. მან რამოდენიმეჯერ აღნიშნა, რომ წარმოადგენდა არასამთავრობო სექტორს და არ ერეოდა ჩხუბში, მაგრამ მანდატურებმა იგი მაინც დააკავეს და სასამართლოს ოზოლატორში მოათავსეს.
მოვითხოვთ პასუხს, რის გამო მოხდა ლაშა ფარულავას დაკავება",- ამბობენ კოალიციაში.
0

ავტორი: