აშშ მზადაა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ხელი შეუწყოს აშშ მზადაა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ხელი შეუწყოს />


  15:21:22     26-02-2014

აშშ მზადაა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ხელი შეუწყოს

a28209.jpg

”საქართველო კვლავაც აგრძელებს დიდი ნაბიჯების გადადგმას რეფორმების განხორციელებაში. მივესალმებით კარგად ორგანიზებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2013 წელს და ვაღიარებთ საქართველოს ფასდაუდებელ წვლილს NATO -ს ოპერაციებში, კონკრეტულად კი ISAF-ის მისიაში",- ამის შესახებ საუბარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამერიკელი კონგრესმენების საპასუხო წერილში დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ მზადაა, NATO-ს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ხელი შეუწყოს, შეერთებულ შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს. დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ კონგრესმენების ხედვას იზიარებს და სექტემბერში ალიანსის სამიტისთვის ასპირანტი ქვეყნების პროგრესს სათანადო შეფასებას მისცემს.

”საქართველო კვლავაც აგრძელებს დიდი ნაბიჯების გადადგმას რეფორმების განხორციელებაში. მივესალმებით კარგად ორგანიზებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2013 წელს და ვაღიარებთ საქართველოს ფასდაუდებელ წვლილს NATO -ს ოპერაციებში, კონკრეტულად კი ISAF-ის მისიაში. ამ და სხვა ადგილებში საქართველომ დაამტკიცა, რომ უნარიანი და ერთგული პარტნიორია. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო მიღწეული პროგრესისათვის იმსახურებს ნდობას NATO -ს მომავალ სამიტზე, NATO -ს ოპერაციებსა და სტანდარტებისადმი ერთგულების გამო მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობას, შექმნას კონსენსუსი ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით” - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს ალიანსის ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს NATO -ში ინტეგრაციის მხარდაჭერას ითხოვენ. "ჩვენ მოვითხოვთ მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას" - ნათქვამია კონგრესმენების წერილში. 0

ავტორი: