ვაზაგაშვილ-ფარცხალავას კომპრომატების ომი გრძელდება: ვინ არის "ოსი იურა", რომელმაც მოხუცები აწამა? ვაზაგაშვილ-ფარცხალავას კომპრომატების ომი გრძელდება: ვინ არის "ოსი იურა", რომელმაც მოხუცები აწამა? /> "/> " />


  15:22:40     25-02-2014

ვაზაგაშვილ-ფარცხალავას კომპრომატების ომი გრძელდება: ვინ არის "ოსი იურა", რომელმაც მოხუცები აწამა?

a28197.jpg

2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა. შს ყოფილი მაღალჩინოსნები იმ დოკუმენტებს ასაჯაროვებენ საიდანაც ირკვევა, რომ იური ვაზაგაშვილი ყაჩაღური თავდასხმისთვის იყო გასამართლებული. შსს ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა და ირაკლი ქადაგიძე ირწმუნებიან, რომ 1979 წლის 5 სექტემბერს ყაზბეგის რაიონის სოფელ ხურთისში ქემაშვილების ოჯახზე განხორცილებულ შეიარაღებულ-ყაჩაღურ თავდასხმაში იური ვაზაგაშვილი მონაწილეობდა.

ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე 5 პირი დააკავეს, მათ შორის იური ვაზაგაშვილი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში "ოსი იურას" სახელით იცნობენ. „1979 წლის 5 სექტემბერს ღამის 01-02 საათზე, ყაზბეგის რ–ნის სოფ. ხურთისში ნიკოლოზ მიხეილის ძე ქემაშვილისა და თამარ ნიკოლოზის ასულ ჩქარეული – ქემაშვილის ოჯახზე განხორციელდა შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა. ბოროტმოქმედებმა 80 წელს მიღწეული მოხუცი ცოლ–ქმარი ჯერ დააბეს შმდეგ კი განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს. დანისა და ელექტრო სადენებით ნაწამები ქემაშვილებისაგან გაიტაცეს 77000 მანეთის 3% ობლიგაცია, 17 000 მანეთი და 2000 მანეთის ღირებულების ოქროული. ბოროტმოქმედებმა მყოფი მოხუცი ცოლ–ქმარი უმწეო მდგომარეობაში დაბმულ მდგომარეობაში დატოვეს და დამატებითი საფრთხე შეუქმნეს მათ სიცოცხლეს“,- აცხადებენ „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ყოფილი მაღალჩინოსნები.

გარდა ამისა ირაკლი ფირცხალავამ „პრესა.ჯი“-ს მიაწოდა დოკუმენტი სადაც ამ შემზარავი დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ვინაობაა დასახელებული. „გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა ამ შემზარავი დანაშაულის ჩამდენი პირები: 1. გოგი ალექსანდერეს ძე ჩოჩიშვილი, დაბ. 1957 წელს, მცხ. ქ. თბილისი ოქტომბრის ქ.34 2. სოსო კარლოს ძე დოლიძე, დაბ.1957 წელს, მცხ. ქ. თბილისი დეკაბრისტების ქუჩა 1 შესახვევი, 3. გიორგი აკაკის ძე ხარაძე, დაბ 1955 წელს, მცხ. ქ. თბილისი ოქტომბრის ქ. 105. ადრე ნასამართლევი 4. დავით ვლადიმერის ძე ჩადუნელი, დაბ.1953 წელს, მცხ. კასპის რ–ნი სოფ. იგოეთში. ადრე ნასამართლევი. 5. იური ზენოს ძე ვაზაგაშვილი, დაბ. 1953 წელს, მცხ. კასპის რაიონის სოფ. ყარაფილაში, დრ. მცხ. ქ. თბილისი გროზნოს ქუჩაზე. ხუთი ბოროტმოქმედიდან მილიციამ ოთხის მათგანის დაკავება შეძლო.

კერძოდ: ჩოჩიშვილის, დოლიძის, ხარაძისა და ჩადუნელის, ხოლო იურა ვაზაგაშვილმა მიმალვა მოახერხა . გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი იქნა შემდეგი: გახლდათ რა რეციდივი და არ იყო პირველი შემთხვევა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გადაწყვიტა ყაჩაური თავდასხმის განხორციელება. ე.წ საქმის მიმცემი აღმოჩნდა ჩოჩიშვილი რომელმაც, თანამზრახველებს ინფორმაცია მიაწოდა თანასოფლელ მარტოხელა მოხუც ცოლქმარზე, ვინაიდან დოლიძის კუთვნილი ჟიგულის მარკის ა/მანქანა იყო ტექნიკურად გაუმართავი, გადაწყვიტეს დანაშაულის ჩასადენად წასულიყო ჯგუფის 4 წევრი, კერძოდ: ჩოჩიშვილი, დოლიძე, ჩადუნელი და ვაზაგაშვილი. ჩოჩიშვილმა თანამზრახველებს აჩვენა ქემაშვილების საცხოვრებელი სახლი, ა/მანქანა დატოვეს სოფლის განაპირას, დაზარალებულების საცხოვრებელი სახლის ეზოში დარჩა დოლიძე, ხოლო ვაზაგაშვილი 2 თანამზრახველთან ერთად შეიარაღებულები შეიჭრნენ ქემაშვილების ბინაში. ვაზაგაშვილმა და მისმა ჯგუფის წევრებმა მიუხედავად თხოვნა მუდარისა განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს მოხუცები და გაიტაცეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ძვირფასეულობა,ხოლო კვალის არევის მიზნით დამნაშავეები არა თბილისის არამედ ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზის) მიმართულებით გაემართნენ, ხოლო საქართველოში დაბრუნდნენ სტავროპოლის ოლქისა და ქ. სოჭის გავლით. ბოროტმოქმედებმა ნაყაჩაღარი თანხიდან 10 000 მანეთი თბილისში დარჩენილ ხარაძეს გადასცეს, ხოლო დანარჩენი თვითონ გაინაწილეს.

გამოძიების პროცესში დოლიძემ ჩოჩიშვილმა და ხარაძემ დანაშაული აღიარეს და დაწვრილებითი ჩვენებებით ამხილეს ვაზაგაშვილი. დაზარალებულთა მიერ ამოცნობილი იქნენ: დოლიძე, ჩოჩიშვილი და ვაზაგაშვილი. მილიციის მიერ გაჩხრეკილი იქნა დანაშაულებრივი დაჯგუფების ყველა წევრის საცხოვრებელი სახლი. 1981 წლის 28 მაისს, ყაზბეგის რაიონულმა სასამართლომ ჩოჩიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, დოლიძეს 8 წლით, ჩადუნელს 10 წლით, ხარაძეს 4 წლით, მათვე მიესაჯათ ქონების კონფისკაცია და დაეკისრათ დაზარალებულებისათვის 96 000 მანეთის გადახდა. მიმალვაში მყოფი იურა ვაზაგაშვილის მიმართ საქმე გამოიყო ცალკე წარმოებაში, მასზე გამოცხადდა საკავშირო ძებნა და საქმე წარმოებით შეჩერდა დამნაშავე იურა ვაზაგაშვილის დაკავებამდე. 1981 წლის 23 ივნისს უმაღლესმა საასამართლომ მტკიცედ დადასტურებულად სცნო რა ყაზბეგის რ–ნული სასამართლოს განაჩენი არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობები სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და ყველა ბოროტმოქმედს განუსაზღვრა სასჯელის იგივე ზომა. დანაშაულის ჩადენიდან თითქმის 2 წლის შემდგომ 1981 წლის ივლისისათვის ყაჩაღობისთვის ძებნილი იურა ვაზაგაშვილი იმყოფებოდა მიმალვაში რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ“,- ნათქვამია განცხადებაში.

„პრესა.ჯი“ ყოფილი პოლიციელების ბრალდების კომენტირებისთვის იური ვაზაგაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ირაკლი ფირცხალავასა და ირაკლი ქადაგიძეს სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

იური ვაზაგაშვილი: გუშინაც გითხარით თქვენ, რომ დარბოდნენ ესენი და რაღაც სკანდალურს ეძებდნენ. როგორც თვითონ აცხადებენ, რომ სასამართლო განაჩენი აქვთ ხელთ, კი ბატონო წარმოადგინონ განაჩენი და ვიდაოთ სამართლებრივად. მე ვესაუბრე ჩემ ადვოკატებს და აუცილებლად შევიტანთ სასამართლოში სარჩელს. თუ ამოტივტივდება ამ საქმეში იური ვაზაგაშვილის სახელი, საჯაროდ ავწევ ხელებს. 0

ავტორი: