07:07:24     25-02-2014
ცხელი სალათა სოსისით
ინგრედიენტები:
სოსისი "ივერია"
400 გ
ხახვი
3 თავი
სოკოს კონსერვი
1 ქილა
ტკბილი წიწაკა, წითელი
2
კარტოფილი
3
ყველი (იმერული)
200 გ
მაიონეზი
100 გ
ჰოლანდიური ყველის ფირფიტები
8
პამიდორი
2
მარილი და პილპილი
კამა
საჭირო ჭურჭელი
2 ტაფა
ქვაბი
დანა
საჭრელი დაფა
ხის ჩოგანი
სახეხი
საწური
1. მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები.
2. კარტოფილი მოხარშეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად.
3. ტკბილ წიწაკას მოაშორეთ თესლი და დაჭერით რგოლებად.
4. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ძალიან თხელ რგოლებად.
5. სოკოს კონსერვს გადაუწურეთ წვენი და გადაავლეთ გამდინარე წყალი. დაწურული სოკო დაჭერით წვრილ ნაჭრებად.
6. პამიდორი დამდუღრეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით თხელ რგოლებად.
7. სოსისი "ივერია" დაჭერით რგოლებად.
8. დაჭრილი სოკო, ხახვი და ტკბილი წიწაკა მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე და მოშუშეთ.
9. მოშუშული ინგრედიენტები გადაიტანეთ თეფშზე.
10. იმავე ცხიმიან ტაფაზე დაბრაწეთ დაჭრილი სოსისი "ივერია".
11. ცხიმწასმულ ღრმა ტაფაზე პირველ ფენად მოათავსეთ მოშუშული ტკბილი წიწაკა, სოკო და ხახვი. მეორე ფენად მოაწყვეთ ზეთში დაბრაწული სოსისი
12. მესამე ფენად დააწყვეთ დაჭრილი კარტოფილი და მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი.
13. კარტოფილის ფენას მოაყარეთ გახეხილი იმერული ყველი.
14. შემდეგ დააწყვეთ პამიდვრის რგოლები.
15. პამიდორს მოასხით მაიონეზი.
16. ბოლოს დააფინეთ ჰოლანდიური ყველის ფირფიტები. ტაფას დააფარეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე.
17. როგორც კი ყველის ფირფიტები გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან.
სუფრაზე მიტანამდე შეგიძლიათ კერძს მოაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
ვარიანტი - რაგუ სოსისით
მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები:
1 ცალი ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. 2-3 ცალ ტკბილ წიწაკას გამოაცალეთ შიგთავსი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
300 გ კომბოსტო დაჭერით წვრილად. 6 ცალი სოსისი "ივერია" დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. 3 ცალ პამიდორს გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა ნაჭრებად (პამიდვრის დაჭრისას გამოყოფილი წვენი არ გადაღვაროთ). სურვილისამებრ, კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი 1 ცალი ყაბაყი. დაჭრილი ხახვი, ტკბილი წიწაკა და ყაბაყი მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, დადგით დაბალ ცეცხლზე და მოშუშეთ. როცა ყაბაყი მოიშუშება, დაუმატეთ დაჭრილი კომბოსტო და სოსისი "ივერია". ბოლოს კი – დაჭრილი პამიდორი წვნიანად. როცა კერძს პამიდვრის წვენი კარგად გაუჯდება, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, კამა ან ოხრახუში), მარილი და შავი პილპილი. 5 წუთის შემდეგ კერძი გადმოდგით ცეცხლიდან.
0