20:07:07     23-02-2014
რესტორან ”ფუნიკულიორის” უგემრიელესი ჩიზქეიქის რეცეპტი
რესტორანი ”ფუნიკულიორი”- არაჩვეულებრივი ხედითა და უგემრიელესი სამზარეულოთი თბილისში ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ადგილია.
დღეს გთავაზობთ რეცეპტს რესტორნის მენიუდან. როგორც ერთ-ერთი შეფ-მზარეული აცხადებს ეს ჯანსაღი ნამცხვარი შესანიშნავი დესერტია ბავშვებისთვისაც. მაწვნის ნამცხვარი შეიძლება ცნობილი ჩიზქეიქის ქართულ ვარიაციად მივიჩნიოთ, მაგრამ კლასიკური რეცეპტისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. მოიმარჯვეთ ინგრედიენტები, დღეს რესტორან ”ფუნიკულიორის” ჩიზქეიქის რეცეპტს გთავაზობთ:
საჭირო მასალა და მომზადების წესი:
3 ქილა მაწონი დოლბანდში გაწურეთ
თბილ წყალში 30 გრამი ჟელატინი დაალბეთ.
აიღეთ 3 კვერცხის გული და 300 გრამი შაქარი, ათქვიფეთ ისე, რომ კარგი გოგლი-მოგლი გამოგივიდეთ.
გოგლი-მოგლში ჩაასხით 300 გრამი რძე და წამოადუღეთ (თან ურიეთ ხის კოვზით). როგორც კი წამოდუღდება, გადმოიღეთ.
დაამატეთ უკვე გამდნარი ჟელატინი და ცოტა ხნით ჯამში დატოვეთ .
ცალკე ჯამში ჩაასხით 600 გრამი ასათქვეფი ნაღები და კარგად, გასქელებამდე ათქვიფეთ.
ათქვეფილ ნაღებს დაამატეთ გაწურული მაწონი და ერთმანეთს კარგად აურიეთ.
შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ჟელატინიანი მასა, ფრთხილად იმქომედეთ, რადგან
შესაძლოა მასა აგეჭრათ. საბოლოოდ ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
მიღებული მასა უნდა დავასხათ ფხვიერი ნამცხვრის ფსკერს. თუ მარტივი გამოსავალი გსურთ შეგიძლიათ გამოიყენოთ შერბილებულ კარაქში არეული ჩვეულებრივი დაფშვნილი პეჩენია. რბილი მასის მიღების შემდეგ გააბრტყელეთ ნამცხვრის ფორმის ძირზე და მოასხით მაწვნიანი მასა. გააციეთ მაცივარში.
გაითვალისწინეთ: თუ გსურთ ნამცხვარს რაიმე სახის არომატი დაამტოთ, ძალიან უხდება ფორთოხლის ცედრა.
გემრიელად მიირთვით!