უგემრიელესი შვრიის ბლინები- ჯანსაღი და გემრიელი საუზმე უგემრიელესი შვრიის ბლინები- ჯანსაღი და გემრიელი საუზმე />


  19:07:58     23-02-2014

უგემრიელესი შვრიის ბლინები- ჯანსაღი და გემრიელი საუზმე

a28132.jpg

ჯანსაღი და გემრიელი საუზმის უამრავი ალტერნატივა არსებობს, ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მაგარ რეცეპტს გთავაზობთ იმისათვის, რომ დღე შესანიშნავი განწყობით დაიწყოთ.

ეს უგემრიელესი შვრიის ბლინები  შეგიძლიათ მიირთვათ ხილის სალათასთან ერთად, ძალიან უხდება იოგურტი, არაჟანი ან მაწონი. კარგი იქნება თუ გამოცხობის დროს ჩაამატებთ კენკრას, ჩააჭრით ბანანს ან ჩაახეხავთ ვაშლს, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ინგრედიენტები:

2 კვერცხი

100 გ ხაჭო

50 გ შაქარი

1 ს.კ არაჟანი

60 გ შვრია, სწრაფად მოსამზადებელი

1 ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან სოდა+ძმარი)

1 ჩ.კ ლიმონის ცედრა

1.5 ს.კ ფქვილი

½ ჭ  კენკრა, გაყინული ან ცოცხალი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

კვერცხი, ხაჭო, შაქარი და არაჟანი კარგად ავურიოთ ხელის სათქვეფით. დავამატოთ ცედრა და გამაფხვიერებელი, შემდეგ ფქვილი და ბოლოს შვრია.

მზა ცომს დავამატოთ კენკრა და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან, გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე, დაბალ  ცეცხლზე.

ბლინების მომზადებისას ნებისმიერი ინტერპრეტაცია დასაშვებია.

0

ავტორი: