დაბალკალორიული ყველის მაფინები დაბალკალორიული ყველის მაფინები />


  19:04:56     23-02-2014

დაბალკალორიული ყველის მაფინები

a28130.jpg

ინგრედიენტები:

150 გრ მაგარი ყველი, წვრილ სახეხზე გახეხილი1 კვერცხი4 სავსე ს.კ ფქვილი1/2 ჩ.კ სოდა200 მლ მაწონირამდენიმე მწვანე ხახვიმწვანილი სურვილისამებრ (ქინძი და კამა)

მომზადების წესი:
გახეხილ ყველს შეურიეთ კვერცხი, ჩაამატეთ მაწონი, ურიეთ, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და ხახვი. ბოლოს ფქვილში არეული სოდა. დატოვეთ ცომი 10-20 წუთი, რომ ამოფუვდეს.

გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე, გაანაწილეთ ცომი ფორმებში, რომლებსაც კარაქი ექნება წასმული. გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში, მაფინების შეწითლებამდე. არის მსუბუქი და დაბალკალორიული. მიირთვით გემრიელად.

0

ავტორი: