18:59:01     23-02-2014
უცნაური ხელოვნება
ადამიანის ფანტაზიას რომ საზღვარი არა აქვს ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. ქეით კლეინს ბუნებაში ყოფნა ყოველთვის უყვარდა, მას ფოთლებისა და მცენარეებისგან ნამუშევრების შექმნის იდეა გაუჩნდა და ფერთა შესანიშნავი შეხამებითა თუ მასალათა საოცარი წყობით ეს კარგად გამოუვიდა. კრეატიული შემოქმედება ფოტოებად აქციეს.
კლეინი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, არიზონას შტატში. ამ ნამუშევრების შექმნამდე მან, როგორც ამბობს ღრმა სულიერი პროცესები გაიარა. მისი შემოქმედების აქტიური და განუყოფელი ნაწილია მედიტაცია, შთაგონებაც სწორედ ამ დროს მოდის. დაინტერესებულია ბუდიზმით და ეს მის ნამუშევრებშიც იგრძნობა. ზოგჯერ მრავალფეროვანი, ზოგჯერ კი რთული კონსტრუქციის კომპოზიციებს ქმნის, მათ ადგილს კი ბუნებაში პოულობს. იქ, სადაც დიდი სივრცე და თავისუფლებაა.
ფოთლები, მცენარეები, ყვავილები – მის ნამუშევრებში მხოლოდ მათ შეხვდებით:
0