18:57:59     23-02-2014
მოამზადეთ ცხარე ჩილის სოუსი საკუთარი ხელით
ის თავისუფლად ჩაგინაცვლებთ კონცენტრანტებით გაჯერებულ ქარხნული წარმოების საწებლებსა თუ კეტჩუპებს. ასე რომ, შეგიძლიათ უკვე მოიმარჯვოთ ინგრედიენტები და ჯანსაღი სოუსი მოამზადოთ.
დაგჭირდებათ:
ჩილი წიწაკა 10-12 ცალი
პომიდორი 2
ნიორი 2 კბილი
ზეთი 3 ს.კ
თაფლი 1 ს.კ
მარილი
მომზადების წესი:
ჩილის გამოაცალეთ თესლები და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით. შემდეგ წყალი გადაასხით, ჩილი, ნიორი და პამიდორი დანაყეთ ან დააბლენდერეთ, გაატარეთ საწურში. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ ზეთი, მარილი. 10 წუთი ხარშეთ, შემდეგ დაამატეთ თაფლი. მზა სოუსი გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
სიცხარის დარეგულირება პომიდვრის ოდენობის გაზრდით შეგიძლიათ – თუ მას უფრო დიდი რაოდენობით გამოიყენებთ სოუსი ნაკლებად მწარე გამოვა.
0