ორი კორეის სამხედროები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ ორი კორეის სამხედროები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ />


  14:33:58     08-02-2011

ორი კორეის სამხედროები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ

a3485.jpg

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამხედროთა შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ სხვადასხვა უცხოური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან. სეულის და ფხენიანს სამხედრო წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს, 8 თებერვალს შეხვდნენ. მათი საუბრის მიზანი უფრო მაღალი რანგის შეხვედრის მოსამზადებლად ფონის შექმნაა.

მოლაპარაკებები მიმართულია იმ დაპირისპირების შესასუსტებლად, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ  კორეას შორის 2010 წლის დასასრულს, ყვითელ ზღვაში ერთმანეთის წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ წარმოიქმნა.

 

მომზადებული შეხვედრა პოლკოვნიკების დონზე, დემილიტარიზებულ ზონაში, ფხანმუნჯომის პუნქტში წარიმართა და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

 

სამხრეთ კორეული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განყოფილების დირექტორი, ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის საკითხებში, მუნ სან გიუნი. ჩრდილოეთ კორეას კი წარმოადგენს სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის პოლიტმიმართულების სამხედრო მეთაური ლი სონ გვონი.

 

კორეელ სამხედროებს უწევთ მოლაპარაკება არა მხოლოდ სამხედრო შეთანხმებებზე, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც.

0

ავტორი: