23:46:48     20-02-2014
სუპერშოკოლადიანი ტორტი
ინგრედიენტები:
ბისკვიტი:
შავი შოკოლადი
200 გ
ყავა
1.5 ჭ, ცხელი, ახალმოდუღებული
შაქარი
300 გ
კვერცხი
4
ზეთი
3/4 ჭ
ფქვილი
2.5 ჭ
ვანილი
კაკაო
50 გ
სოდა
1.5 ჩ.კ
მარილი
1 ჩ.კ
კეფირი
1.5 ჭ
განაში:
შავი შოკოლადი
400 გ
ნაღები 35 %
2 ჭ
ღუმელი გაახურეთ 160 გრადუსზე.
შოკოლადი დატეხეთ და ჩაყარეთ ჯამში, დაასხით ცხელი ყავა, მოურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხები გათეთრებამდე, დაამატეთ შაქარი, ზეთი, ვანილი და გამდნარი შოკოლადი. შემდეგ დაამატეთ კეფირი.
ცალკე ჯამში შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, სოდა, კაკაო და მარილი. შემდეგ შეურიეთ შოკოლადიან-კვერცხიან მასას.
საშუალო
ზომის ფორმას (24*24) ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. ჩაასხიტ ცომი და
აცხეთ 30-40 წუთი. შეამოწმეთ ხის ჩხირით, თუ მშრალად ამოვიდა- მზადაა. 10
წუთი ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ ამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ.
სანამ
ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ განაში: გააცხელეთ ნაღები და დაასხით
დამტვრეულ შოკოლადს. ურიეთ, რომ კარგად გადნეს და ერთგვაროვან მასად იქცეს.
გააციეთ ოტახის ტემპერატურაზე, პერიოდულად მოურიეთ.
ბისკვიტი გაჭერით სამად, წაუსვით განაში ფენებს შუა, გარშემო და ზემოდან.
0