11:19:52     20-02-2014
კიევში დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

"კიევში შეტაკებების შედეგად
დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა",- ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის
სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია 18 თებერვლის 10:20 საათიდან
20 თებერვლის 06:00 საათამდე მონაცემებს ეყრდნობა.
სამინისტროს ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს
დახმარებისთვის 445-მა დაზარალებულმა მიმართა, რომელთაგან 287
ჰოსპილაზირებულია. დაზარალებულთა შორის 88 სამართალდამცავია, 6 ჟურნალისტი,
1 დეპუტატი, 4 – 18-წლამდე ახალგაზრდა, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
რაც შეეხება ევრომაედანს აქ ვითარება დღეს დილიდან ისევ დაიძაბა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომიტინგეებმა ძალოვანებს კონსერვატორიის შენობიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც ოთხი მილიციელია დაჭრილი. ასევე დაშავებულები არიან მომიტინგეების მხრიდანაც.
0