12:49:28     19-02-2014
სააკაშვილი: პუტინმა უკრაინაში სისხლიანი დარბევის უფლება ორ მილიარდად იყიდა

ექსპრეზიენტის კომენტარი უკრაინის მოვლენებზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პუტინმა უკრაინაში სისხლიანი დარბევის უფლება 2 მილიარდად იყიდა. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ "მე-5 არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
"პირველ რიგში, მე მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. მათ შორის, როგორც გავიგე, საქართველოს მოქალაქეც იყო. ეს არის არა ანტიტერორისტული ოპერაცია, არამედ ევროპის ცენტრში ახალი ტიანანმენი ეწყობა. თავის დროზე, ჩინეთში, ტიანანმენის მოედანზე, ასევე თავს დაესხნენ დემონსტრანტებს, მაგრამ ეს არ არის ჩინეთი, აქ ევროპის ბედი წყდება.
მე ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინმა იმ ორი მილიარდით, რომელიც გადაუხადა იანუკოვიჩს მიმდინარე კვირას, იყიდა უკრაინის სუვერენიტეტი, უფლება დემონსტრაციის სისხლიან დარბევაზე და იმ ქმედებებზე, რაც კიევში ხდება. რა თქმა უნდა, არც ერთი ხელისუფლება არ ღირს იმად, რომ მას ჩაებღაუჭო და საკუთარ ხალხს ესროლო. როდესაც ჩვენთან ქუჩის აქციები იყო, 2007 წელს, მე გადავდექი თანამდებობიდან. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი თქვა უკრაინის სუვერინიტეტზე, პირდაპირ ექვემდებარება რა მოსკოვიდან ბრძანებებს", - თქვა სააკაშვილმა.
0