ჭიაბერაშვილს 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, მერაბიშვილს, 5 წლით პატიმრობა მიესაჯა - სასამართლოს განაჩენი ჭიაბერაშვილს 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, მერაბიშვილს, 5 წლით პატიმრობა მიესაჯა - სასამართლოს განაჩენი />


  12:07:30     17-02-2014

ჭიაბერაშვილს 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, მერაბიშვილს, 5 წლით პატიმრობა მიესაჯა - სასამართლოს განაჩენი

a27997.jpg

სასამართლომ, მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს განაჩენი გამოუტანა. მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს წარდგენილი ჰქონდათ ამომრჩევლის მოსყიდვის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება.

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი შეუმსუბუქა. თუმცა, ყოფილ პრემიერს საბოლოოდ, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რაც შეეხება ჭიაბერაშვილს - მას, ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა (50 ათასი ლარი) დააკისრა. მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის ადვოკატთა განცხადებით, განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება. მათი თქმით, სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო...

"ის, რაც დღეს მოხდა, მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს. ესაა სირცხვილი. დღეს, ივანიშვილმა შური იძია მერაბიშვილზე, რაც მას და მის მთავრობას, ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან", - განაცხადა განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ. 

"მე ვარ უდანაშაულო. მთელ პროცესს ვაკვირდებოდი და არც მერაბიშვილს უმტკიცდება ბრალი. მთავრობის მიერ ქუთაისის სასამართლო მიჩნეული იყო დაბალ ღობედ. ეს ხელისუფლებამ, თავიდანვე დაგეგმა. ფაქტობრივად, ვიცოდით თუ რა მოხდებოდა. თუმცა, ბრძოლას ვაგრძელებთ და ამ საქმე ბოლომდე მივიყვანთ", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

0

ავტორი: