13:17:17     16-02-2014
ბელგიაში მყოფმა 27 წლის მირზა გოლეთიანმა, ფეხსაცმლის თასმებით თავი ჩამოიხრჩო
ტრაგიკული შემთხვევა ბელგიაში. 27 წლის ქართველმა თავი ჩამოიხრჩო. ის ბელგიაში ორი კვირის ჩასული იყო. გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ითხოვს...
ბელგიაში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი მამაკაცის სამშობლოში გადმოსვენებისთვის ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ.
ფსიქიატრიული კლინიკიდან, სადაც მირზა გოლეთიანი დაიღუპა ისინი გარდაცვალების მიზეზებს ელოდებიან.
დაღუპულის ახლობლები ამბობენ, რომ მირზას ორი დღის წინ ესაუბრნენ და ის მათთან საუბრისას მომავლის გეგმებს აწყობდა.
27 წლის ახალგაზრდა ბელგიაში ორი კვირის წინ ჩავიდა. დევნილთა ბანაკში მან თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან წინასწარი ინფორმაციით, ფეხსაცმლის თასმებით თავი ჩამოიხრჩო.