თემქაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება თემქაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება />


  15:56:55     15-02-2014

თემქაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება

a27977.jpg

ზინაიდა ისაკოვას მეზობლები და ახლობლები თემქაზე მომხდარი მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოკლულის ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზინაიდა ისაკოვას სახლიდან პლაზმური ტელევიზორი მოიპარა. კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, ქალბატონი დაცულად ცხოვრობდა და ბინის კარამდე ჰქონდა გისოსები. შესაბამისად, როგორც მეზობელი ამბობს, ისაკოვა მკვლელობაში ეჭვმიტანილს სავარაუდოდ იცნობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ბინაში შესვლის საშუალება არ ექნებოდა.

მეზობლების ინფორმაციით, ზინაიდა ისაკოვას რამდენიმე ძაღლი ჰყავდა სახლში, რის გამოც დანაშაულის ჩადენის მომენტში განსაკუთრებული ხმაურით ისინი არ დაინტერესებულან. მათი ინფორმაციით, 69 წლის ქალბატონი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და მათ შორის სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

დღეს, მკვლელობის ადგილას მივიდნენ ზინაიდა ისაკოვას ნათესავები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბლაგვი საგნის ჩარტყმის შემდეგ, ქალი წინდით არის დამხრჩვალი. ნათესავები ჩატარებული ექსპერტიზის შედგებს უახლოეს საათში ელოდებიან.

თემქაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება ქარელის რაიონში მოხდა. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

"შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი დიმიტრი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქარელის რაიონში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2014 წლის 14 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, 1945 წელს დაბადებულ ზინაიდა ისაკოვას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ისაკოვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ის ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს.

ipn
0

ავტორი: