რა ხდება „ჯეოსელში“ და რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას? რა ხდება „ჯეოსელში“ და რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას? />


  16:15:15     14-02-2014

რა ხდება „ჯეოსელში“ და რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას?

a27967.jpg

"ჯეოსელის" წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საგამოძიებო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე 218 მუხლით არის აღძრული, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანია ჯეოსელში გუშინ შევიდნენ და დოკუმენტაციის შესწვლა დაიწყეს.

პარალელურად, ჯეოსელის" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, პასი კოისტინენი კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კოისტინენი აცხადებს რომ ამჟამად "ჯეოსელში" გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის ამოღებას.

"ჩვენთვის, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნეს-პრაქტიკით.

არ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს. "ჯეოსელი" საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია.

მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა/ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ.

"ჯეოსელი" გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მისი კანონიერი ინტერესები.

ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა", - ნათქვამია განცხადებაში.

P.S: ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურებმა მოიპოვეს აღიარებითი ჩვენებები და მტკიცებულებები, რაც შესაძლოა, უახლოეს მომავალში გავრცელდეს. თუმცა, ამ ინფორმაციას „ჯეოსელში“ არ ადასტურებენ. 

0

ავტორი: