13:04:38     14-02-2014
თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს - ერთი თვალში, მეორე ფეხში
![a27955.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a27955.jpg)
გუშინ, ჯგუფური ჩხუბის შედეგად ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის პირველ კვარტალში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. დაჭრილები არიან 20 და 25 წლის ახალგაზრდები - ერთი თვალში, მეორე ფეხში.
სისხლიანი გარჩევისას სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა ახალგაზრდებმაც.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია ჩხუბის მიზეზი და ეჭვმიტანილთა ვინაობა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პატრულის 5 ეკიპაჟი და რაიონული პოლიციის თანამშრომლები.
„პრესა.ჯი“-ს შსს-ში უთხრეს რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა, რადგან დაკითხვისას, დაზარალებულებმა, ჩხუბის ფაქტი უარყვეს“, - განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს შსს-ში.
0