04:37:42     14-02-2014
ქათამი რძეში - ჯეიმი ოლივერის ფანტასტიკური რეცეპტი
ჯეიმი ამბობს, რომ ეს ცოტა უცნაური, თუმცა შესანიშნავი კერძია, რომელიც ნამდვილად ღირს რომ სცადოთ.
ინგრედიენტები:
ქათამი
1.5 -2 კგ
რძე
500 მლ
ნივრის კბილი
10
დარიჩინი
1/2 ჯოხი
მარილი და პილპილი
სალბის ფოთლები
5-8 ცალი, ხმელი ან ნედლი
ცედრა
2 ლიმონის
ზეითუნის ზეთი
მთლიან ქათამს მარილი და პილპილი შევაზილოთ და ზეითუნის ზეთში ტაფაზე
დავბრაწოთ, რომ კანი ოქროსფერი და კრაწუნა გახდეს. შემდეგ ღუმელისთვის
განკუთვნილ ღრმა ტაფაში გადავიტანოთ. დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და
190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. ნიორი კანიანად, მთლიანი კბილები
ჩავაგდოთ.შემდეგ უკან ამოვიღებთ.
დრო და დრო ქათამს თავისივე სოუსი ვასხათ. რძისა და ლიმონის ცედრის შეხამებით შესანიშნავი სოუსი მიიღება.
სუფრაზე
მიტანისას, სასურველია ქათამი ძვლებისგან გავასუფთაოთ, მოვასხათ თავისივე
სოუსი, გარნირად კი კარტოფილი ან ისპანახი მოვუმზადოთ.
0