მკვლელობა თბილისში - მოკლულია 20 წლამდე ახალგაზრდა მკვლელობა თბილისში - მოკლულია 20 წლამდე ახალგაზრდა />


  12:09:17     13-02-2014

მკვლელობა თბილისში - მოკლულია 20 წლამდე ახალგაზრდა

a27919.jpg

მკვლელობა თბილისში. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. ყოფილი მონტინის ქუჩაზე 20 წლამდე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შსს-ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

პოლიციის განცხადებით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. "სამინისტროსთვის უკვე ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს" - აცხადებენ პოლიციაში. 

არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მისმა ახლობელმა იპოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "პრესა.ჯი"- მკვლელობის დეტალებს უახლოეს საათებში გაავრცელებს. 0

ავტორი: