რა მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს 21 წლის გვანცა? რა მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს 21 წლის გვანცა? />


  11:09:13     13-02-2014

რა მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს 21 წლის გვანცა?

a27910.jpg

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ომიდვარ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების რეალიზაციისთვის, ხოლო 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გვანცა გ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა გვანცა გ. იმ დროს დააკავეს, როცა მან ომიდვარ კ-სგან ნარკოტიკული საშუალება 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეიძინა. ექსპერტიზის დასკვნით, გვანცა გ-ს ჩხრეკისას ამოღებულია 4,1594 გრ ნარკოტიკი, რომელიც 3,3401 გრ მეტამფეტამინს შეიცავს. ომიდვარ კ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 39,2585 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 36,6696 გრ მეტამფეტამინს შეიცავს.

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). 0

ავტორი: