11:03:48     13-02-2014
ხაჭაპური სოფო ნიჟარაძისგან
ფქვილი-1კგ
კარაქი-150 გრ
მაწონი-1 ქილა
კვერცხი-3 ცალი
ზეთი-3 ს.კ.
სოდა-1ჩ.კ.
შაქარი-1/5 ჩ.კ.
სულგუნი-0.5 კგ.
იმერული ყველი-0.5 კგ
გამდნარი კარაქი და ზეთი ჩავასხათ ჯამში. დავუმატოთ კვერცხის გული, შაქარი, ცოტა მარილი და ავურიოთ ერთანეთში.
მაწონში გავხსნათ სოდა კარგად ავურიოთ და დავამატოთ მომზადებულ მასას, ჩავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ კარგად. დავყოთ გუნდებად.
ცალკე ჯამში ჩავხეხოთ ან ხელით ჩავჭყლიტოთ ორივე სახეობის ყველი დავამატოთ გადადებული კვერცხის ცილა და კარგად ამოვურიოთ.
გუნდები გავაბრტყელოთ, ზედ მოვათავსოთ ყველი, მივცეთ ხაჭაპურის ფორმა და გამოვაცხოთ.
0