11:02:02     13-02-2014
უგემრიელესი, მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარი
ინგრედიენტები:
● ფქვილი - 1 ჭიქა
● გაყინული კარაქი - 120 გ.
● ყავისფერი შაქარი - 4 სუფრის კოვზი
კრემი:
● კარაქი - 50 გ.
● ყავისფერი შაქარი - 4 სუფრის კოვზი
● შესქელებული რძე - 400 გ.
მოსართავად:
● რძიანი შოკოლადი - 150 გ.
● ნიგოზი (შესაძლებელია თხილი ან მიწისთხილი) - 30 გ.
მომზადება:ფქვილს შევურიოთ კარაქი, დავუმატოთ შაქარი და მიღებული ცომი მოვათავსოთ საცხობ ქაღალდზე. შევდგათ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე და გავაჩეროთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ გაყავისფრდება.
ამასობაში მოვამზადოთ კრემი:
კარაქი, შაქარი და შესქელებული რძე კარგად ავურიოთ ერთმანეთში და წამოვადუღოთ და გავაჩეროთ 5 წუთი, სანამ არ შესქელდება და ოქროსფერი არ გახდება. მიღებული მასა მოვასხათ გამომცხვარ ცომს. მასში განვათავსოთ ნიგოზი და მოვასხათ ზემოდან გამდნარი შოკოლადი. შემდეგ გავაგრილოთ და...
გემრიელად მიირთვით
0