15:57:51     11-02-2014
ივანიშვილის „მოქალაქის“ აღმასრულებელ დირექტორს 17 მაისის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებენ

ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის “მოქალაქის” აღმასრულებელ დირექტორს გიორგი საბანაძეს 27 მაისის აქციის ოგანიზატორობაში ადანაშაულებენ. გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლებთან ჩაწერილ ინტერვიუს სადაც ასმათ სანიკიძე და ირმა დოლიძე საუბრონენ რომ სექსუალური უმცირესობის მხარამჭერი აქციის დაშლის შემდეგ „გიორგი საბანაძემ , გიორგი კეკელიძემ და მათმა მიმდევრებმა დიდი “ფალოსის ტორტი” შეიტანეს საჯარო ბიბლიოთეკაში და იქ ჰქონდათ ერთი ამბავი!…“
” 2012 წლის 17 მაისს გეი-პარადის ჩატარება , რომ უნდოდათ თბილისში და 51-ე სკოლასთან ინციდენტი, რომ მოხდა, იმ აღლუმის ჩატარების მოთავე ემზარ ჯგერენაიასთან ერთად გიორგი საბანაძეც იყო. გეი-აღლუმი, რომ ჩატარდა თუ ჩაიშალა, გიორგი საბანაძემ , გიორგი კეკელიძემ და მათმა მიმდევრებმა დიდი “ფალოსის ტორტი” შეიტანეს საჯარო ბიბლიოთეკაში და იქ ჰქონდათ ერთი ამბავი!…” ” გიორგი საბანაძე, რომ დავინახე ბატონ ბიძინას გვერდით ენა ჩამივარდა და გავშრი…არათუ მოქალაქეობა არამედ საქართველოს მოქალაქეობაც აღარ მომინდა!”- აცხადებენ ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები.
მათი თქმით საბანაძე ბიბლიოთეკაში სამუშაოდ ბიბლიოთეკის ყოფილმა დირექტორმა ბორის გაგუამ მიიყვანა.” ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ” მოქალაქის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი საბანაძეს დანიშნავდა , ორი დღით ადრე მივედი საჯარო ბიბლიოთეკაში , კეკელიძის ნახვა მინდოდა და დამხვდა საბანაძე, რომელმაც მითხრა ის ტორტი დავჭერით და მე ერთი ნაჭერი შევჭამეო! ამის გამო ამ უსირცხვილოს ვუყვირე – მე აქ ტორტის გამო მოვედი თუ ჩემი საქმისთვის მეთქი? დაფიქრდით ბატონო ბიძინა თქვენ გატყუებენ, ესენი საშიში და სამარცხვინო ადამიანები არიან!..”-აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები.
„პრესა.ჯი“ თემის კომენტირებისთვის გიორგი საბანაძეს ესაუბრა, რომელმაც აქცის ორგანიზატორობა უარყო.
გიორგი საბანაძე: ეს მასალა ჯერ არ წამიკითხავს თუმცა აუცილებლად ვნახავ, მაინტერესებს რა ბრალდებებს მიყენებენ ეს ქალბატონები...
-ასმათ სანიკიძე და ირმა დოლიძე აცხადებენ, რომ 17 მაისის აქციის ორგანიზატორი თქვენ იყავით...
-ძალიან მარტივია იმის გადამოწმება ვინ არის ასეთი ღონისძიებების ორგანიზატორი...
-პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ რომ „გეი პარადის“ გამართვის ინიციატორი თქვენ ბრძანდებოდით...
- მე არ მახსოვს რომ საქართველოში „გეი პარადი“ ჩატარებულიყო. მე არ ვყოფილვარ ორგანიოზატორი, თუმცა იმ პერიოდში მე ვიყავი ძალიან აქტიური სამქალაქო სექტორიდან, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, რომ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია.
-საუბარია იმაზეც რომ სხვა პირებთან ერთად “ფალოსის ტორტი” შეიტანეთ საჯარო ბიბლიოთეკაში...
-ახლა გასაგებია ყველაფერი, მე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ...
0