12:29:37     11-02-2014
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული, დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ცივი იარაღის გამოყენებით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
"პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, დაზარალებული ინგოროყვას საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის უთანხმოება გუშინ ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო, დღეს კი ეგრეთ წოდებული საქმის გარჩევა იყო. დაჭრის ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმე 118–ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.
0