12 წლის წინ  მოკლული გიორგი გაბუნიას მამა შვილის მკვლელად გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილს ასახელებს... 12 წლის წინ მოკლული გიორგი გაბუნიას მამა შვილის მკვლელად გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილს ასახელებს... />


  11:01:16     08-02-2014

12 წლის წინ მოკლული გიორგი გაბუნიას მამა შვილის მკვლელად გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილს ასახელებს...

a27864.jpg

2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია, 12 წლის შემდეგ სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს და მისი შვილის მკვლელის სახელს ჟურნალისტებს სწორედ იმ ადგილას, შარტავას 6 ნომერში გააცნობს, სადაც მკვლელობა მოხდა.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, გაბუნიას პროკურატურაში სარჩელი შეაქვს. ლევან გაბუნია მისი შვილის მკვლელად გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილს ასახელებს, იური ვაზაგაშვილს კი დანაშაულის ხელშემწყობს უწოდებს. 

„პრესა.ჯი“-ს ინფორმირებულმა პირმა აცნობა, რომ გიორგი გაბუნია თავიდან მოიშორეს, როგორც მოწმე, რადგან გაბუნია გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც 2002 წელს ბექა პაპუაშვილის მკვლელობას შეესწრო. წყაროს თქმით, გიორგი სამართალდამცავებისთვის მკვლელის ვინაობის გამხელას აპირებდა, თუმცა ის მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოაგდეს.

„პრესა.ჯი“ 12 წლის წინ გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამას ლევან გაბუნიას ჟურნალისტებთან შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა:

„პრესა.ჯი“: ჩვენი ინფორმაციით, საკუთარი შვილის მკვლელის სახელს დღეს დაასახელებთ...

-ჩემი ინფორმაციით კი არა, ეს ფაქტი დადასტურებულია - ჩემი შვილი მოკლეს. ჟურნალისტებთან დეტალურ განცხადებას გავაკეთებ, მობრძანდით თქვენც და გაიგებთ ყველაფერს. რა მოხდა 2003 წელს იმას იქ, ჟურნალისტებთან ვიტყვი. ჟურნალისტებს იმ განცხადებასაც მივცემთ, რომელიც შემაქვს მთავარ პროკურატურაში.

-ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თქვენი შვილის მკვლელობის მიზეზი გახლდათ ის, რომ გიორგი იყო ბექა პაპუაშვილის მკვლელობის მოწმე...

-დიახ, ის შეესწრო პაპუაშვილის მკვლელობას.

- ვინ მოკლა პაპუაშვილი?

- პაპუაშვილი 2002 წელს ვაზაგაშვილმა მოკლა. მანვე მოკლა ჩემი ბიჭიც.  0

ავტორი: